შინაარსზე გადასვლა

კოლუმბიის ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადგილობრივი ტომის ბელადების გარდაცვალების შემდგომი მოსართავი, ღმერთების გამოსახულებებით
კოლუმბიური მუმია, კოლუმბიის ეროვნული მუზეუმი, ბოგოტა.

კოლუმბიის ისტორია შეიძლება დაიყოს რამდენიმე ძირითად ეტაპად:

კოლუმბამდელი ეპოქა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქრისტეშობამდე დაახლოებით 10 000 წელს მონადირე-შემგროვებელი ტომები დასახლდნენ დღევანდელი ბოგოტას მახლობელ ტერიტორიაზე, მათ ჰქონდათ სავაჭრო ურთიერთობები ერთმანეთთან და მდინარე მაგდალენას ხეობაში მცხოვრებ სხვა ტომებთან. ქრისტეშობამდე პირველ ათასწლეულში ინდიელებმა შექმნეს პოლიტიკური სისტემა - კასიკაზგო, რომელიც იყო ვერტიკალური მმართველობის ისკემა კასიკას (ბელადი) მეთაურობით. კოლუმბიის ტერიტორიაზე ორი ყველაზე განვითარებული კულტურა იყო ტაირონა კოლუბბიის კარიბის რეგიონში და ჩიბჩა-მუისკების ბოგოტას მთიან რეგიონში, ორივე ხალხები ეკუთვნოდნენ ჩიბჩანური ენების ოჯახს.

კოლუმბიის ტერიტორიაზე პირველი ევროპელები 1499 წელს ალონსო დე ოხედას მეთაურობით კაბო-დე-ლა-ველაში ჩავიდნენ. კოლუმბიის ჩრდილოეთ სანაპიროებზე პირველი ესპანური დასახლებები გამოჩნდა XVI საუკუნის დასაწყისში, ხოლო პირველი მუდმივი დასახლება კარტახენა ესპანელმა კომანდერმა პედრო დე ხერედიამ 1533 წლის 1 ივნისს ინდიელების სოფლის ადგილას დააარსა.

1549 წელს, ესპანეთის სამეფო კარმა ბოგოტას მისცა ახალი გრანადის სამეფოს დედაქალაქის სტატუსი. 1717 წელს შეიქმნა ახალი გრანადის ვიცე-სამეფო რომელიც მოიცვდა სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს, მათ შორის დღევანდელი კოლუმბიის ტერიტორიასაც. ამის გამო ბოგოტა ახალ სამყაროში ესპანური ადმინისტრაციის ცენტრად იქცა.

ასე უწოებენ 1796-წლიდან 1806-წლამდე პერიოდს კოლუმბიის ისტორიაში, რომელიც გამოირჩეოდა ხშირი კონფლიქტებით მთავრობასა და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის. ბრძოლა ძირითადად მიდიოდა ფედერალისტებსა და ცენტრისტებს შორის. Patria Boba - შეიძლება ითარგმნოს როგორც 'სულელური მამული'. დასახელება წარმოიშვა იქიდან, რომ თითოეული პროვინციას და ხშირად ცალკეულ ქალაქებსაც მართავდა ხუნტა, რომლებიც თავს ერთმანეთისგან ამოუკიდებებლად აცხადებდნენ. 1810 წელს ესპანეთში ნაპოლეონის ჯარების შეჭრის შესახებ ინფორმაციამ გამოიწვია კოლუბიასა, ვენესუელასა და პარაგვაიში ესპანეთისგან დამოუკიდებელი ახალი გრანადის გაერთიანებული პროვინციების შექმნა, თუმცა 1816 წელს სამხრეთ ამერიკაში ჩამოვიდა დიდი ესპანური ექსპედიცია პაბლო მარილოს ხელმძღვანელობით და ტერიტორია ისევ მოექცა ესპანეთის გავლენიშ ქვეშ.

ბოიაკის ხიდი, ბოიკის ბრძოლის გადამწყვეტი ადგილი

1810-იან წლებში მეზობელ ვენესუელაში ბოლივარმა და ფრანსისკო დე პაულა სანტანდერიმ წამოიწყეს ესპანეთისგან დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა. ვენესუელიდან ბოლივარი გადმოვიდა დიდი გრენადის ტერიტორიაზე და 1819 წლის 7 აგვისტოს ბოიაკის ბრძოლაში მოპოვებული გადამწყვეტი გამარჯვეის შემდეგ მთელი მისი ტერიტორია დაიკავა . ამ წელს ანგოსტურას კონგრესმა გამოაცხადა დიდი გრენადის ერსპუბლიკის შექმნა, რომელიც მოიცავდა ყოფილი გრენადის ვიცე სამეფოს ტერიტორიას. ბოლივარი აირჩიეს დიდი გრანადის პირველ პრეზიდენტად, ხოლო სანტანდერი ვიცე პრეზიდენტად.

1863 წელს ქვეყნის ოფიციალური დასახელება გახდა კოლუმბიის გაერთიანებული შტატები, ხოლო 1886 წელს მან მიიღო მისი დღევანდელი სახელი კოლუმბიის რესპუბლიკა.

ბოლივარისა და სანტანდერის მომხრეთა დაპირისპირებიდან წარმოიშვა ორი პარტია: კონსერვატიული და ლიბერალური, რომლებიც დღემდე წამყვან პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ. ბოლივარის მომხრე კონსერვატები იყვნენ გამოკვეთილად ცენტრისტები და ასევე მათ მხარს უჭერდა რომის კათოლიკური ეკლესია, ხოლო სანტანდერის მომხრე ლიბერალები მოითხოვენ ხელისუფლების დეცენტრალიზაციას და განათლების სფეროს ეკლესიის გავლენიდან გამოყვანას.

XIX-XX საუკუნეებში ორივე პარტიას დაახლოებით თანაბრი რაოდენობით ჰყავდათ პრეზიდენტები. კოლუმბიის ისტორიაში ხელისუფლების ძალით ხელში ჩაგდება მოხდა სამჯერ: 1830 წელს, დიდი კოლუმბიის დაშლის შემდეგ; 1854 წელს გენერალ ხოსე მარია მელოს მიერ და 1953-1957 წლებში გუსტავო როხას პინილას მიერ.

კოლუმბიის ისტორიაში იყო ასევე სამოქალაქო დაპირისპირების პერიოდები: ათას დღიანი ომი 1899–1902 წლებში რომელსაც დაახლოებით 100 000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ლა ვიოლენსია 1940-იან და 1950-იან წლებში, რომელსაც 300 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

2004 წლის შემდეგ კოლუმბიაშI შეიმჩნევა გარკვეული გაუმჯობესება როგორც მოსახლეობის უსაფრთხოების, ასევე ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით.

დამკვირვებლების განსაკუთრებულ კრიტიკას იწვევს, ქვეყნის შიგნით მოქმედი პატრიზანული დაჯგუფებები და ადამიანთა უფლებების დაცვის დაბალი დონე.

მოქმედი სამხედრო ძალები იყენებენ გადამეტებულ ძალას ამბოხებულა და მთავრობასთან დაპირისპირებულთა წინააღმდეგ. რაც კიდევ უფრო ამწვავებს ურთიერთობას ცენტრალურ ხელისუფლებასა და რეგიონებთან.

  • Earle, Rebecca. Spain and the Independence of Colombia, 1810–1825. Exter: University of Exter Press, 2000. ISBN 0-85989-612-9
  • Harvey, Robert. "Liberators: Latin America`s Struggle For Independence, 1810-1830". John Murray, London (2000). ISBN 0-7195-5566-3
  • McFarlane, Anthony. Colombia Before Independence: Economy, Society, and Politics under Bourbon Rule. Cambridge: Cambridge University Press, 1993. ISBN 978-0-521-41641-2

she died in 2012

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]